Spin to win DISCOUNT!

Spin price: $0.10

Welcome to Game Store!

ROCKSTAR-მა GTA 5-ის ფანის შექმნილი პროგრამა 10 000 დოლარად იყიდა

ROCKSTAR-მა GTA 5-ის ფანის შექმნილი პროგრამა 10 000 დოლარად იყიდა

Mar 25 2021 By Game Store

თუ კი Grand Theft Auto Online ერთხელ მაინც გითამაშიათ, გეცოდინებათ, რომ მას ჩასატვირთად აბსურდულად დიდი დრო სჭირდება. რამდენიმე კვირის წინ, ინტერნეტის ერთ-ერთ ფორუმზე, გეიმერი ამტკიცებდა, რომ შექმნა ე.წ. 'მოუდი' რომელიც თამაშის ჩატვირთვის დროს 70%-ით ამცირებდა. მაშინ, ამ გეიმერმა 'მოუდი' ინტერნეტ სივრცეში უფასოდაც გაავრცელა.

როგორც ჩანს, ამ ამბავმა, GTA-ს ავტორი სტუდიის, Rockstar-ის ყურამდეც მიაღწია. თუმცა, კარგი ამბავი ის გახლავთ, რომ სტუდიამ 'მოუდის' წაშლის და თამაშიდან დაბლოკვის მაგივრად (როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე არალეგალური 'მოუდების' შემთხვევაში), ის ოფიციალურად შეიძინა და მის ავტორს მშვენიერი ჰონორარიც გადაუხადა. სტუდიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ 'მოუდის' თამაშში იმპლემენტაცია შემდეგ განახლებაში მოხდება.

თავად მოუდის ავტორმა, ფორუმზე დაწერა რომ სტუდიამ 10 000 დოლარი გადაუხადა პროგრამის გასაყიდად.

''ვკითხე, ზუსტად რას უპირებდნენ ჩემს გამოგონებას, თუმცა ამაზე პასუხი არ მიმიღია. მხოლოდ ის მითხრეს, რომ 'ბაგი' რომელსაც ჩემმა პროგრამამ უშველა, მომხმარებელთა მონაცემების დაცვის სისტემაში აღმოჩნდა, ამიტომ, კონფიდენციალურობის გამო, დეტალებს ვერ გამიმხელდნენ.'' განმარტავს პროგრამის ავტორი საკუთარ პოსტში. 

თავად Rockstar-მა, კომენტარი გამოცემა PC Gamer-თან გააკეთა:

''ხანგრძლივი მოკვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ ეს პროგრამა მართლაც მუშაობს. მისმა შესწავლამ თამაშის ძირითად კოდში ისეთი უზუსტობა დაგვანახა, რომელზეც აქამდე არაფერი ვიცოდით. ამ პროგრამის დახმარებით, GTA Online-ს პერსონალური კომპიუტერის ვერსია სულ მალე გამოსწორდება.''